Friday, July 20, 2012

სასწავლო პროექტი


პროექტი
1.   პროექტის სახელწოდება: „ჩემი საყვარელი ცხოველები.“
2.   პროექტის მთავარი იდეა (თემა) 1-2 წინადადებით: მოსწავლეებს საშვალება მიეცემათ მოგვითხრონ მათი საყვარელი ცხოველების შესახებ, მათ შეეძლებათ შეაგროვონ ფოტო მასალა მათი საყვარელ ცხოველებთან დაკავშირებით. მოიძიებენ ინფორმაციას მათ საყვარელ ცხოველებთან დაკავშირებით. მოიძევენ ინფორმაცისა გადაშენების პირას მყოფ ცხოველებთან დაკავშირებით.
3.   პროექტის აქტუალობა: ინტერნეტისა და დამხმარე ლიტერატურის საშუალებით მოძიებული იქნება მასალები გადაშენების პირას მყოფ ცხოველებთან დაკავშირებით, ასევე მოიფიქრებენ თუ როგორ დავეხმაროთ გადაშენების პირას მყოფ ცხოველებს გადარჩენაში. ასევე მოეწყობა პრეზენტაცია მათი საყვარელი ცხოველების ფოტო მასალის ჩვენებით. მოსწავლეები აღწერენ იმ ცხოველებს რომლებიც უყვართდა ასახელებენ ცხოველთა იმ თვისებას რის გამოც უყვართ ეს ცხოველები.
4.   პროექტის მიზნები: მოზარდებისთვი სასარგებლოა ცხოველებთან ურთიერთობა, ეს პროექტი მათ დაეხმარება იმის გააზრებაში რომ ცხოველები არ არიან საშიშები და მათთან ურთიერთობა სასარგებლო და სასიამოვნოა, ისწავლიან მათზე ზრუნვას. 
5.   მონაწილეთა ასაკი: 13-14 წელი.
6.   ვადები ხანდრძლივობა: 1-თი კვირა.
7.   მოსალოდნელი შედეგები: ფოტო მასალა, სტენდები, ჩანაწერები, სარეკლამო ბუკლეტები, მოსაწვევი ბარათები, ინტერნეტი.
8.   პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები:  სახელმძღვანელოები, ინტერნეტი, თაბახის ფურცლები, მარკერები, სხვა სახატავი საშუალებები.
9.   პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები): ინფორმაციის მოძიება, ნამუშევრების გამოფენის ორგანიზება, აფიშისა და მოსაწვევი ბარათების დამზადება, განიხილავენ ორგანიზაციულ საკითხებს, ამ სამუშაოების დასრულების შემდეგ გამართული პრეზენტაცია შემდეგი თანმიმდევრობით წარიმართება: მოსწავლეები აცნობენ სტუმრებს და მათ თანაკლასელებს, მათმიერ მომზადებულ ესეებს „ ჩემი საყვარელი ცხოველები“, ასევე  აღწერენ თუ როგორ შეიძლება დავეხმაროთ გადაშენების პირას მყოფ ცხოველებს, ასევე მოეწყობა სლაიდი შოუ, მათ მიერ შეგროვილი ფოტო მასალისა.
10.                        საგნებთან კავშირი: გეოგრაფია, ბიოლოგია, კომპიუტერი.
11.                        პროექტის ხელმძღვანელი: მანანა ბოლქვაძე.






12.                        ხელმძღვანლის ელ.ელფოსტა: mananabolqvadze@gmail.com.

2 comments: